ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ომის დარეგულირების თაობაზე დიალოგისთვის კარი არ დახურონ

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ომის დარეგულირების თაობაზე დიალოგისთვის კარი არ დახურონ.

თურქეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ 2 ივნისს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდება.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ რუსეთთან და უკრაინასთან. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ არ უნდა დახურონ კარი, სანამ ის ღიაა“, - განაცხადა ერდოღანმა.