„ეპშტეინის ფაილების“ 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, რომელშიც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს

ეპშტეინი ბილ გეითსი

„ეპშტეინის ფაილების“ 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, რომელშიც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს.

დოკუმენტი აჩვენებს, რომ გეიტსის პირადი ოფისის, Gates Ventures-ის (რომელიც იმ დროს bgC3-ის სახელით იყო ცნობილი) წარმომადგენელმა გეიტსს ბიზნესგეგმის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა. ელექტრონული ფოსტის სიებში ანალიტიკურ ცენტრში არსებული პროექტებია ნაჩვენები, მათ შორის ერთ-ერთის სახელწოდებაა „შემდგომი რეკომენდაციები და/ან ტექნიკური სპეციფიკაციები შტამის პანდემიის სიმულაციისთვის“.

„ეპშტეინის ფაილებში“ ასევე არის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა უცნობ პირებს შორის, სადაც ერთ-ერთი ამბობს: „ასევე, ჩემი სპეციალიზაცია არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. პანდემიები (ახლახან გავაკეთე პანდემიის სიმულაცია) და საფრთხეები აშშ-ის ჯანმრთელობისთვის. ეს, შეიძლება, მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს“.