როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოწვევით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 3-დან 5 დეკემბრამდე ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ ეს იქნება მაკრონის მეოთხე სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში.
ვიზიტის დროს, რომელიც მიმდინარე კვირაში შედგება, სი ძინპინი შეხვედრას გამართავს მაკრონთან, რათა ერთობლივად უხელმძღვანელოს ჩინეთ-საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას ახალ გარემოებებში.
პრეზიდენტებს ასევე ექნებათ სიღრმისეული მოსაზრებების გაცვლა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე.