დედოფლისწყაროში 4 ადამიანი დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1750693715
ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა. სამწუხაროდ, საქართველოში სიტუაცია სულ უფრო რთული გახდა, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ვალტონენის თქმით, ევროპა ყოველთვის ხალხის გვერდით დგას.
„სამწუხაროდ, საქართველოში სიტუაცია სულ უფრო რთული გახდა, განსაკუთრებით – სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ადამიანებისთვის, მაგრამ ევროპა ყოველთვის ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს მათ მისწრაფებას დემოკრატიისკენ და ამ ქვეყნის ევროპულ გეზს. ასე რომ, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა. მე ამას ასევე ვამბობ, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე“, – განაცხადა ვალტონენმა.