ეკვადორსა და პერუში მომხდარ მიწისძვრებს, სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გრ

ეკვადორსა და ჩრდილოეთ პერუში მომხდარ მიწისძვრებს, სულ მცირე,  15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 126 დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა გუაიასის რეგიონში (პროვინცია ეკვადორში) მოხდა. 

როგორც უცხოური მედია წერს, ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.