ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
1794199419
ძიუდოში ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 37 წლის ტედი რინერმა საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
ინფორმაცია სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვითა და ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში დაადასტურა.
რინერის განცხადებით, საფრანგეთი ღრმა სოციალური და პოლიტიკური დაპირისპირების წინაშე დგას, მოქალაქეებს კი მომავლის რწმენა და უკეთესი ცხოვრების იმედი ეკარგებათ.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
„საფრანგეთი დიდი ქვეყანაა. მან მომცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ და მქონოდა დიდი ოცნებები. დღეს სწორედ ეს გვაკლია. გაქრა ამბიცია და იმედი“, – განაცხადა რინერმა Le Parisien-თან ინტერვიუში.