ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
1794199419
პოლიტ-ეკონომისტმა, რევაზ კარანაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.
კარანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოსა და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადატანა.
„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის ჩვენი და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადატანა. ვფიქრობ, ევრაზიაში ჩინეთი დღეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანი, ეკონომიკური ურთიერთობებით ცდილობს დაამყაროს ყველასთან ურთიერთობა.
ჩვენი რეგიონი მთლიანად არის ევრაზიის კონტინენტის ნაწილი, რომელიც აკავშირებს ჩინეთს დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპასა და რუსეთს შორის საზღვრები ჩაკეტილია, დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზები არის შემცირებული, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ხშირ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი პირდაპირი გზა. ეს გზა ახლა არის ჩაკეტილი და საქართველო და მათ შორის კავკასია, რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეოგრაფიულ სახელმწიფოდ რეგიონში. ამ კუთხით, ჩინეთისთვის ძალიან ხელსაყრელია საქართველო.
რაც უფრო ბევრი პარტნიორი გვეყოლება, უკეთესია ქვეყანაში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“, - აღნიშნა რევაზ კარანაძემ.
საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია - ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.