დუბაიში, აშშ-ის საკონსულოზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

დუბაი

 დუბაიში, აშშ-ის საკონსულოზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ „ბიბისი” წერს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. დაშავებულების შესახებ ამჟამად ინფორმაცია არ ვრცელდება“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.