26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1787690128
დრონების თავდასხმის შედეგად ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძრის ფართობმა 40 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად Wildberries-ის ერთი თანამშრომელი დაშავდა. მას ტვინის შერყევა აქვს მიღებული.
რეგიონის გუბერნატორის, ევგენი პერვიშოვის, განცხადებით, კომპანიის ყველა თანამშრომლის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა, რამაც მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყო.