საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
1768064789
8-ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი ევროკომისიის პოლიტიკური მიზნებისთვის - ევროკომისიის გეგმებზე წერს ევროპარლამენტარი კინგა გალი. მისი ინფორმაციით, ამერიკის მხრიდან, USAID-ის დაფინანსების შეჩერების შემდეგ, ევროკომისია რამდენიმე მილიარდ ევროს კონკრეტულ ორგანიზაციებს გამოუყოფს.
ევროპარლამენტარების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და აცხადებენ, რომ დაფინანსების მიმღები სუბიექტები რეალურად არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკურ აქტივისტთა ქსელია. რომლებიც, ევრო ბიუროკრატიის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებიან, ერევიან სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და დემოკრატიულად არჩეული მთავრობების წინააღმდეგ მოქმედებენ.
"ეს არის არა ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკური აქტივისტების ქსელები, რომელიც თავს ესხმის დემოკრატიულად არჩეულ კონსერვატიულ მთავრობებს და ხელს უწყობს ლიბერალურ დღის წესრიგს. ამავე დროს, ემსახურებიან ევროკომისიის პოლიტიკურ მიზნებს. თავს ესხმიან მათ, ვინც უარს ამბობს, დაემორჩილოს ამ ხაზს.საკმარისია! დროა, ბოლო მოეღოს ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის წევრი სახელმწიფოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მომუშავე "არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის" გადაცემას", - წერს ევროპარლამენტის დეპუტატი უნგრეთიდან, კინგა გალი.