დონალდ ტუსკი: პოლონეთი ყოყმანის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტები, თუ ისინი დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, ეს საკითხი არ განიხილება

დონალდ ტუსკი

პოლონეთი მტკიცედ დაიცავს ქვეყნის საჰაერო სივრცეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„პოლონეთი ყოყმანის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტები, თუ ისინი დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა პოლონეთის-პრემიერ-მინისტრმა.

ტუსკის თქმით, პოლონეთს ყოველთვის მტკიცე რეაგირება ექნება, თუმცა „არც თუ ისე მკაფიო“ სიტუაციებში, როდესაც ინციდენტები პოლონეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ ხდება, გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

ამასთან, პოლონეთიოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი მუშაობს მოკავშირეებთან და მზად არის „ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ობიექტის განადგურებას, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენდეს“.

„მაგრამ მე 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩვენი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით იგივენაირად მოიქცევიან, როგორც ჩვენ, რომ თუ კონფლიქტი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით“, – ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.