„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ რიგ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსებისა და მისი ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ.
შესაბამისი ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კანონის მოქმედების ქვეშ ექცევიან: სახელმწიფო მოსამსახურეები, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, ასევე სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული პირები, რომელთა წინააღმდეგ კორუფციული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი იარსებებს.
ცვლილებებით, საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც სასამართლოს მიერ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებული, ვალდებული ხდებიან გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარუდგინონ. ასეთ პირებს ქონებრივი დეკლარაციის ყოველწლიურად შევსებისა და წარდგენის ვალდებულება 30 წლის განმავლობაში ექნებათ.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მოქმედი კანონის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარუდგინოს. აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოქმედებს.