ცნობილი ჟურნალისტის შვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1758484851
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია ოფიციალურად გაიხსნა. მსოფლიო ლიდერებთან ერთად, შტატებშია საქართველოს პრეზიდენტი. სესია გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკმა გახსნა, რომელმაც გაეროს მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვხედავთ ბავშვებს მშობლების გარეშე, როლებიც საკვებს ეძებენ ღაზას ნანგრევებში, უკრაინაში მიმდინარე ომს, ძალადობას სუდანში, კრიმინალებს, რომლებიც ატერორებენ ჰაიტის მოსახლეობას, ონლაინ წარმოებულ, უმართავ სიძულვილის კამპანიას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე გვალვებს და წყალდიდობებს. დღეს, გაეროს დაარსებიდან 80 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვდგავართ გზაგასაყარზე, არ გვაქვს მარტივი გადაწყვეტილებები. უნდა ავირჩიოთ სწორი მიმართულება და ვანახოთ მსოფლიოს, რომ ერთად შეგვიძლია უკეთესად ვიყოთ“ , - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.