ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება

სასამართლო მოიგო ქალმა, რომლის ადვოკატიც ChatGPT იყო

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება. მეორე ტური ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში, 10:00-19:00 საათებში ჩატარდება.

ინფორმაციისთვის, პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.