,,ტემპერატურა -11°-მდე დაეცემა!“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1766173793
საფრანგეთში ექიმს, რომელიც 12 ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
53 წლის ანესთეზიოლოგ ფრედერიკ პეშეს ცხრა წლის განმავლობაში სისტემატურად შეჰყავდა პაციენტებისთვის სასიკვდილო დოზის პრეპარატები ბეზანსონის ქალაქის ორ კლინიკაში, რათა ოპერაციების დროს კრიზისი გამოეწვია და ამ გზით კოლეგების დისკრედიტაცია მოეხდინა. დაზარალებულ პაციენტთა საერთო რაოდენობამ 30-ს მიაღწია, მათგან 12 გარდაიცვალა.
პირველი შემთხვევა, რომელიც 53 წლის დამიენ ილენის სიკვდილით დასრულდა, 2008 წლის ოქტომბერში მოხდა თირკმლის ოპერაციის დროს. ანალიზებმა ლიდოკაინის სასიკვდილო დოზა გამოავლინა. ამის შემდეგ, 2009–2017 წლებში, მცირე ოპერაციების დროს გაურკვეველი მიზეზებით გულის გაჩერების მთელი რიგი შემთხვევები დაფიქსირდა. გარდამტეხი მომენტი გახდა 2017 წელს ჯანმრთელი 36 წლის ქალის ხერხემალზე ჩატარებული ოპერაცია. პეშეიმ პაციენტს გაუკეთა ინექცია, რის შემდეგაც ქალი კომაში ჩავარდა, თუმცა გადარჩა. მოგვიანებით მისი ინფუზიური ხსნარების ანალიზმა აჩვენა კალიუმის კონცენტრაცია, რომელიც ნორმას 100-ჯერ აღემატებოდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ პეშეი განზრახ ამატებდა კალიუმს, ადგილობრივ ანესთეტიკებს, ადრენალინსა და ჰეპარინს გადასხმებისთვის განკუთვნილ ხსნარებში. ბრალდების ვერსიით, იგი ცდილობდა კოლეგებისთვის ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას და ძალაუფლების წყურვილის დაკმაყოფილებას. პროკურორმა ტერეზა ბრუნისომ განაცხადა, რომ მისი ქმედებები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულთა რიცხვს შეიძლება მიეკუთვნოს.