„ვიარ ჰოლდინგი“: ნოშრევან ნამორაძე წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაბრუნდება თბილისში

ნოშრევან ნამორაძე

„ვიარ ჰოლდინგის“ გუნდი განცხადებას ავრცელებს და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომელსაც ოპოზიციური არხები ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძესთან დაკავშირებით ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცრუ და აბსურდული ინფორმაციის მიზანი ბიზნესმენის დისკრედიტაციაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოშრევან ნამორაძე წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაბრუნდება თბილისში.

„არაერთხელ და დღესაც იძულებულები გავხდით, ვუპასუხოთ ოპოზიციასთან დაკავშირებული რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ბატონ ნოშრევან ნამორაძის, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.

ნოშიკო ნამორაძის ქვეყნიდან წასვლის შესახებ შეთხზული განცხადებების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ცალსახად ვადასტურებთ, რომ ეს ბრალდებები სრულიად ყალბია და განზრახ მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ კი მისი რეპუტაციის შელახვას. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება არ გაგვაჩნია ვისაუბროთ ჩვენი დამფუძნებლის პირადი ცხოვრების შესახებ, თავს მაინც ვალდებულად ვთვლით, რომ მკაფიოდ განვაცხადოთ - ნოშრევან ნამორაძე ამჟამად მოკლე, წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაბრუნდება თბილისში. დაბრუნების შემდეგ, იგი გეგმის მიხედვით გააგრძელებს თავის ბიზნეს და საზოგადოებრივ საქმიანობას.

მოვუწოდებთ საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დეზინფორმაციის გავრცელებისგან. მოცემული უსაფუძვლო ბრალდებების გამო კომპანია და მისი დამფუძნებელი გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას ნებისმიერი პარტიისა ან მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელიც გააგრძელებს ჩვენს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. ასეთი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება და აუცილებლად მოყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, მაცხოვრებლებსა და საზოგადოებას მათი მუდმივი ნდობისა და მხარდაჭერისთვის.პატივისცემით,VR Holding-ის გუნდი“, - ნათქვამია განცხადებაში.