დონალდ ტრამპს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, უკრაინაში ომის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლა მოეხდინა.

„რუსეთი აქ დროის მოსაგებად თამაშობს და ამით აშშ-ის პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დღევანდელ მოლაპარაკებებზე მე ტრამპს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვუწოდე“, – განაცხადა მერცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ევროპის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, იყოს ხანგრძლივი.

„ჩვენ არ ვართ მზად, მივიღოთ შეთანხმება, რომელიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული”, – განაცხადა მერცმა.