მტკვარში, კაცის ცხედარი იპოვეს
1760522268
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკლული კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი „თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით“ დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა კირკი გაიხსენა, როგორც „საოცარი ადამიანი“, რომელიც „თავის ასაკს ძალიან, ძალიან აღემატებოდა“.
„ჩვენ მის სახელს სამუდამოდ ვამატებთ ნამდვილი ამერიკელი გმირების მარადიულ სიაში. ის ნამდვილი ამერიკელი გმირია“, – განაცხადა ტრამპმა.
მედალი ჩარლი კირკის სახელით მისმა მეუღლემ, ერიკა კირკმა მიიღო და მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს.
„შვიდ წელიწად-ნახევარი ვცდილობდი ჩარლისთვის იდეალური დაბადების დღის საჩუქრის პოვნას და ეს ძალიან რთულია. ის მატერიალისტი კაცი არ იყო. ახლა, ბატონო პრეზიდენტო, შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ თქვენ მას საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარი აჩუქეთ, რაც კი ოდესმე ჰქონია”, – განაცხადა ერიკა კირკმა.