„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის სასახლის ღობის შესახებ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ შეაფასა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ ამ თემით სპეკულირება იმის ნიშანია, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებს არგუმენტები გამოეცალათ.
„ღობის თემით სპეკულირება არის ნიშანი იმისა, რომ ყველანაირი არგუმენტი გამოეცალათ. სალომე ზურაბიშვილი ალბათ ამ კოჰორტაში ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი დემაგოგიით. მაგრამ უნიათობა რეალურად, მაგალითია იმისა თუ რამდენად ბოროტი გეგმა დევს ამ მოქმედებების უკან - რევოლუცია, ექსტრემიზმი, დესტაბილიზაციის მცდელობა და ამის ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.