დონალდ ტრამპის განკარგულებით, მინესოტაში საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების მუშაობას სასაზღვრო კონტროლის უფროსი, ტომ ჰომანი უხელმძღვანელებს

ტომ ჰომანი

 დონალდ ტრამპის განკარგულებით, მინესოტაში საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების მუშაობას სასაზღვრო კონტროლის უფროსი ტომ ჰომანი უხელმძღვანელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მიერ ორი არალეგალის მოკვლის შემდეგ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ტომ ჰომანი მასობრივი დეპორტაციის აქტიური მომხრეა. ჰომანის მინესოტაში წარგზავნის შესახებ ტრამპი შტატის გუბერნატორსაც ესაუბრა.