დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ბრალი აღიარა გასაიდუმლოებული ინფორმაციის უკანონოდ შენახვის საქმეზე.
გამოძიების ცნობით, ჯონ ბოლტონი საკუთარი წიგნისთვის მასალის მოსაგროვებლად აკეთებდა ჩანაწერებს, რომლებშიც საიდუმლო ინფორმაციაზე იყო საუბარი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჩანაწერების ნაწილი უმაღლეს, სრულიად საიდუმლო კატეგორიას ეკუთვნოდა. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბოლტონი დათანხმდა 2.25 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდას, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისთვის ანგარიშის ჩაბარებასა და 100 საათით საზოგადოებრივ სამუშაოს.
განაჩენი 28 ოქტომბერს გამოცხადდება.
ჯონ ბოლტონი 2019 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან გაათავისუფლეს. მედია აღნიშნავს, რომ მისი 2020 წლის მემუარები ტრამპს გეოპოლიტიკაში ნაკლებად გათვითცნობიერებულ პრეზიდენტად წარმოაჩენდა.