1769284719
დონალდ ტრამპი: ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელა „სწრაფი ტემპით“ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ხელმძღვანელობას ამ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 151 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ორგანიზაციების შეფასებით, დაახლოებით 770 ადამიანი კვლავ დაპატიმრებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მათგანი დაკავებულია კანონის დარღვევისთვის.












