ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
თუ ირანი 48 საათში შეთანხმებას არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, - განაცხადა დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში. მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება დღეებში სურს და არა კვირებში.
ტრამპმა ასევე არ გამორიცხა ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ თუ შეთანხმება სწრაფად არ შედგება, ის ირანში ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას განიხილავს. ტრამპი თეირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქებით დაემუქრა.