საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით მოგზაურობს
1788465581
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი GB News-თან ინტერვიუში, ესპანეთის ექსკლავ სეუტაში მიმდინარე მიგრანტთა კრიზისს შეეხო და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.
სეუტა, ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკული ექსკლავია, 30 ივლისს მაროკოდან 70 000-ზე მეტმა არალეგალურმა მიგრანტმა გადაკვეთა და ტერიტორია მიგრანტების უპრეცედენტო ნაკადმა მოიცვა.
მიგრანტების დიდი ნაწილი აფრიკის ქვეყანაში დაბრუნდა, თუმცა ათასობით ადამიანი კვლავ სეუტაში რჩება. ამასთან, სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ თითქმის დღეში ერთს მიაღწია.
მიმდინარე კრიზისს აშშ-ის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ამასთან, ესპანეთის თავდაცვის ხარჯებიც გააკრიტიკა.
„ესპანეთი განადგურდება. ესპანეთთან დაკავშირებით მეც მქონდა ჩემი პრობლემები, რადგან ესპანეთი ნატოსთან მიმართებით სათანადოდ არ იქცევა. ისინი არ იხდიან იმდენს, რამდენიც უნდა გადაიხადონ. ეს ძალიან სამწუხაროა“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო საკუთარი მიგრაციული კრიზისის წინაშე დგას, თუმცა ის სეუტაში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინოა.
„იმედი მაქვს, სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, სადაც თქვენც გაქვთ საკუთარი პრობლემები, თუმცა ის ისეთი თვალსაჩინო არ არის, როგორც იქ. იცით, თქვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი უბრალოდ, ძალით არ შემოიჭრება. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“- აღნიშნა ტრამპმა.