კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესში წინსვლას არ გამორიცხავს, თუმცა წერს, რომ ჯერ რეალურ შედეგს ელოდება.
„ნუთუ ეს სიმართლეა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდი პროგრესია? არ დაიჯეროთ, ვიდრე არ ნახავთ, მაგრამ რაღაც კარგი შესაძლოა მართლაც ხდება. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, - წერს ტრამპი.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის. 23 ნოემბერს, შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, ვაშინგტონის სამშვიდობო წინადადების განსახილველად, ჟენევაში შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩოს შემუშავების შესახებ განაცხადეს.