ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1793653419
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა და მის მიზეზი ის არის, რომ ხალხს მიაჩნია, ირანთან ომი არ იქნება.
“ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასი თითქმის 10 დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის მიზეზია ის, რომ ხალხი გრძნობს, ირანთან ომი არ იქნება. ირანს სურს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას. ეს შესაძლოა მართლაც მოხდეს!”- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ირანმა აშშ-ს სთხოვა, მისი ლიდერების მკვლელობა შეწყვიტოს და რომ აშშ ამას გააკეთებს.
“ირანმა გვთხოვა, მისი ლიდერების მკვლელობა შევწყვიტოთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომი მოიგო და ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. “ირანთან ომი გვქონდა. ჩვენ გავიმარჯვეთ. თვეებია აღარ გვიბრძოლია. ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს”, - აღნიშნა ტრამპმა.