ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა
1752486308
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს პრობლემა მოგვარებულია და წევრი ქვეყნები უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მთლიანი შიდა პროდუქტიდან 5% -ს გადაიხდიან. შესაბამისი განცხადებაშეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ნატოს პრობლემა მოვაგვარე. ისინი 2%-ს არ იხდიდნენ, მაგრამ ახლა 5%-ს იხდიან. ასე რომ, წელიწადში ტრილიონ დოლარს ვხარჯავთ და ნატოში ძლიერი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა ძლიერი პოზიცია ბაიდენის შემთხვევაში“, - განაცხადა ტრამპმა.
2025 წლის ჰააგის სამიტზე ნატოს წევრებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ალიანსი მხარს უჭერს თავდაცვითი ხარჯების ზრდას მშპ-ის 5%-მდე.