ევროკომისარი შევჩოვიჩი: ტარიფების დაწესება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის

ევროკომისარი შევჩოვიჩი

ამერიკის მხრიდან 30%-ანი ტარიფების დაწესება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის, - ასე ეხმაურება დონალდ ტრამპის ინიციატივას ევროკავშირის კომისარი, მაროშ შევჩოვიჩი, რომელიც აღნიშნავს, რომ სატარიფო ომი ორივე მხარეს დააზარალებს. მისივე თქმით, ევროპას არ სურს ეკონომიკური დაპირისპირება ამერიკასთან, თუმცა ტარიფების დაწესების შემთხვევაში მათ სხვა გზა არ ექნებათ.

„შესაბამისად, ვფიქრობ რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს სუპერ ნეგატიური სცენარი თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მან.