დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ ჯილდოა – ქეროლაინ ლივიტი

კაროლინ ლევიტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ ჯილდოა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს დონალდ ტრამპი კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე, პრესმდივანმა უპასუხა: „პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას“.

„მან ამის შესახებ ისაუბრა დიდ ბრიტანეთში, თავისი მეგობრის, პრემიერ-მინისტრ სტარმერის გვერდით. ის გრძნობს, რომ ამ გადაწყვეტილებას არაფერი მოაქვს მძევლების გასათავისუფლებლად, რაც ამჟამად ღაზაში მთავარი მიზანია. ეს გადაწყვეტილება არაფერს აკეთებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად და ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ლივიტმა.