რას ჰყვება დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი - პროკურატურამ ჩვენება გაასაჯაროვა
1788108576
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ირანის ენერგეტიკული ჰაბი, კუნძული ხარგი, მთლიანად ნადგურდება.
„კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა!!! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი“, - დაწერატრამპმა სოციალურ ქსელში, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
Reuters-ი წერს, რომ ტრამპის ერთსტრიქონიან პოსტს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო კლიპი.
გამოცემის ინფორმაციით, არ არსებობს სხვა მტკიცებულება იმისა, რომ ირანის ენერგეტიკულ ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა. თეთრ სახლსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს კომენტართან დაკავშირებით Reuters-ის თხოვნაზე ჯერ არ უპასუხიათ.
Reuters-ი წერს, რომ ხარგზე თავდასხმა, რომელიც 28 თებერვალს დაწყებულ ომამდე ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ს ახორციელებდა, სერიოზულად შეაფერხებს მის ენერგეტიკულ ვაჭრობას და უზარმაზარ ზეწოლას მოახდენს მის ეკონომიკაზე.