დონალდ ტრამპი კირ სტარმერს: არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან

დონალდ ტრამპი

არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მისამართით.

„გაერთიანებული სამეფო, ოდესღაც ჩვენი დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, საბოლოოდ სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. არა უშავს, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!”, - წერს ტრამპი.