ისრაელს ირანის რეჟიმისთვის „სიურპრიზები“ აქვს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერი, ირანს ახალ „სიურპრიზებს“ ჰპირდება. ამის თაობაზე მან მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი ყველანაირ პირობას შექმნის იმისთვის, რომ ირანელმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს.

ისრაელის პრემიერმა ირანელ სამხედროებს კიდევ ერთხელ მოუწოდა იარაღის დაყრისკენ, რის სანაცვლოდაც ხელშეუხებლობას დაჰპირდა.

„ჩვენ გვაქვს მათთვის „სიურპრიზები“, რათა რეჟიმი შევარყიოთ. ჩვენ ვქმნით პირობებს იმისთვის, რომ ირანელმა ხალხმა თავად შეძლოს თავისი მომავლის განსაზღვრა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.