დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმავს

ტრამპი და სი ძინპინი

ჩინეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის შესახებ დამატებით დეტალები არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპთან საუბრამდე, სი ძინპინმა ვიდეოკონფერენცია გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

ირკვევა, რომ პუტინმა მიიღო ჩინეთის ლიდერის მიწვევა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ესტუმროს ჩინეთს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმავს.

ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ბოლოს გასული წლის ნოემბერში ისაუბრეს.