რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“.
„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი „ძალიან გვიანია“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამასთან, ტრამპი აზიარებს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას სახელწოდებით: „ჩვენ ტრამპის დოქტრინის დაბადების მოწმენი ვართ“.
„რეიგანის მსგავსად, პრეზიდენტმაც იპოვა გზა, რომ შეეცვალა მსოფლიო სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე“, – აღნიშნულია „ვაშინგტონ პოსტის“ პოსტში.