ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

გზა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები, რის გამოც, ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნაწილობრივი შეზღუდვით.