„დიდი იმედგაცრუებით ვუყურებ იმას, რომ პოლონეთის მხრიდან მრავალწლიანი უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ გაბედა ვოლინის ხოცვა-ჟლეტისა და მასობრივი მკვლელობების შემსრულებელთა ცალსახად დაგმობა“ - პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა უკრაინული სახელმწიფო ჯილდოები უკან დააბრუნა

პოლონეთი

პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა, მიხალ კამინსკიმ უკრაინისთვის ორი სახელმწიფო ჯილდოს დაბრუნების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.

უკრაინის ელჩისადმი გაგზავნილ წერილში მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებსაც, მისი თქმით, მხარი უკრაინული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ დაუჭირა.

„დიდი გაკვირვებითა და იმედგაცრუებით ვუყურებ იმას, რომ პოლონეთისა და მთელი ევროპის მხრიდან მრავალწლიანი უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ გაბედა ვოლინის ხოცვა-ჟლეტისა და იმ მასობრივი მკვლელობების შემსრულებელთა ცალსახად დაგმობა, რომლებიც უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციამ და უკრაინის ამბოხებულთა არმიამ პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელეს“, - წერს მიხალ კამინსკი.