როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები - ინფორმაცია მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის
1772042024
დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება. მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
1991 წლის შემდეგ ეს არის პირველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა. მოლაპარაკებების მიზანია დიდი ბრიტანეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
როგორც ბრიტანული მედია წერს, დიდ ბრიტანეთს სურს, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გააფორმოს ორმხრივი შეთანხმებები ისეთი სფეროებში, როგორიცაა კრიტიკული მინერალები და მწვანე ეკონომიკა.
ამ ინიციატივების მიზანია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირება და ცენტრალური აზიის რეგიონი მედეგობის გაძლიერება.
შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას.
ცნობისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით CA5+1-ის ფორმატის ამოქმედების შესახებ 2023 წლიდან დაიწყო. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მაშინ მოამზადა ანგარიში, რომელშიც დეპუტატებმა რეკომენდაციით მიმართეს მთავრობას მსგავსი შეხვედრა გამართოს, რათა უფრო სიღრმისეულად შეფასდეს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერის შესაძლებლობები.