ცნობილია, როდის და სად დაიკრძალება პატრიარქი - სინოდის გადაწყვეტილება
1773835394
დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
განცხადება ქართულ ენაზე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა გააკეთა.
"მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს, მისი შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს, ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი", - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა.