ცნობილია, როდის და სად დაიკრძალება პატრიარქი - სინოდის გადაწყვეტილება

ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარტში 22 მარტს დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.