ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს

გარეგინ მეორე

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაავრცელა.

"უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი მწყემსმთავრული მოღვაწეობა რწმენის სიმტკიცისა და თავდადებული სულიერი წინამძღოლობის დასტური იყო.

მისი პატრიარქობის პერიოდი, საქართველოში სულიერ აღორძინებას, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებასა და გამოცოცხლებას უკავშირდება. რთულ პერიოდში ნეტარხსენებული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით უძღვებოდა თავის მორწმუნე სამწყსოს და ურყევად იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას", - ნათქვამია ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის სამძიმრის წერილში.