„დიდ პროგრესს მივაღწიეთ“ - ტრამპი ვიტკოფის და პუტინის შეხვედრაზე

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა და დიდ პროგრესსაც მიაღწიეს.

„ჩემს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფს, ახლახან, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან. დიდი პროგრესი იქნა მიღწეული! ამის შემდეგ, ინფორმაცია მივაწოდე ჩვენს რამდენიმე ევროპელ მოკავშირეს. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ჩვენც ამ მიმართულებით ვიმუშავებთ უახლოეს დღეებსა და კვირებში. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, - წერს დონალდ ტრამპი.