დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დამნაშავე მისივე ძაღლის დახმარებით იპოვა

ძაღლი

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ უორინგტონში, პოლიციამ დამნაშავე, მისივე ძაღლის დახმარებით იპოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება.

2026 წლის თებერვალში პატრულმა შენიშნა 41 წლის ჩარლზ ფოი, რომელიც აკრძალულ ზონაში ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა. მას გვერდით ორი ძაღლი მისდევდა, თავად მამაკაცს კი მარიხუანის ძლიერი სუნი ასდიოდა. მან პოლიციის მოთხოვნას, გაჩერებულიყო ყურადღება არ მიაქცია და დევნისგან თავის დაღწევა ვიწრო შესახვევებში მანევრირებით სცადა.

ფოის ერთ-ერთმა ძაღლმა სკუტერს ფეხი ვერ აუწყო, რის გამოც მამაკაცმა ის უბრალოდ მიატოვა. პატრულმა გადაწყვიტა, ამით ესარგებლა და ძაღლს აედევნა. მალე ძაღლმა სამართალდამცველი პატრონის სახლამდე მიიყვანა. პოლიციამ შენობაში შეაღწია და მამაკაცი სხვენში, თბოიზოლაციის მასალის ქვეშ დამალული იპოვა.

აღმოჩენის შემდეგ ფოი ამტკიცებდა, რომ სხვენში ეძინა და უარყოფდა, რომ ცოტა ხნის წინ სკუტერით სადმე მიდიოდა. მისმა ნათქვამმა პოლიციელები ვერ დაარწმუნა. სასამართლომ მამაკაცს სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ოთხი წლითა და სამი თვით ჩამოართვა.

✕