დღეს შობის მარხვა დაიწყო - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795859867
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარების გვერდებზე ქართული ოპოზიციის მხარდამჭერ მიმართვებს ეხმაურება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი ვიდეო, როგორ მოუწოდებენ ევროპელი პოლიტიკოსები ოპოზიციის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ. განცხადებებში ისმის სერბეთის მაგალითი. ევროპარლამენტარები აქციის მხარდაჭერის დროს ამბობენ, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს თბილისში, როგორც ეს უკრაინაში ხდება.
გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მარკეტა გრეგოროვას, რასა იუკნევიჩიენესა და სხვების ვიდეოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოპოზიცია და ევრობიუროკრატია საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ არიან.
"არაერთხელ გინახავთ ამ ევროპარლამენტარების ფასიანი გამოსვლები, რომლებიც პირდაპირ დაინტერესებულები არიან მატერიალურად, სხვადასხვა სუბიექტური ინტერესებით, რომ ეროვნული ხელისუფლება არ იყოს ქვეყანაში.
ეს ე.წ. ვითომ ევროპელი პარლამენტარები ჩვენ გვასწავლიან ევროპულ ღირებულებას. რა არის ევროპული ღირებულება, რომ მოუწოდო უცხო ქვეყანაში საზოგადოებას, ვინ უნდა აირჩიოს ხელისუფლებაში ან არჩეული ხელისუფლება გადააყენოს უკანონოდ თუ არა?! - მით უმეტეს აქციაზე, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი. ანუ რეალურად, აი ეს ხალხი, ე.წ. ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, რომ თურმე დემოკრატია ყოფილა, როდესაც მოუწოდებ ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ საზოგადოებას. ანტიდემოკრატიული პროცესი ყოფილა, როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას აირჩევს საზოგადოების უმრავლესობა. აი, ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი.
ამიტომაც, არცერთ ასეთი ტიპის ევროპარლამენტარის განცხადებას არანაირი ფასი აღარ აქვს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.