"ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა..." - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1778618450
დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა, მათ შორის არიან ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრები. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. მათ გადადგომის მიზეზად ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისადმი ნდობის დაკარგვა დაასახელეს და კირ სტარმერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს.
პარალელურად, პარლამენტში "ლეიბორისტული პარტიის" 110-მა წევრმა ხელი მოაწერა პრემიერის მხარდაჭერის განცხადებას და აღნიშნეს, რომ ახლა ლიდერობის კონკურსის დრო არ არის და ქვეყანაში ცვლილებების მისაღწევად ერთობლივი მუშაობაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი "ლეიბორისტული პარტია" დამარცხდა, მათ ადგილობრივ საბჭოში 1068 ადგილი მოიპოვეს და წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით 1496-ით ნაკლები მანდატი აიღეს.