გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
1763037090
უკრაინამ ევროკავშირისგან 5,9 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი წერს. 4,1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი უკრაინამ მიიღო ERA-ს მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სესხის დაფარვას რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან. 1,8 მილიარდი ევრო კი ევროკავშირმა კიევს პროგრამა Ukraine Facility-ს ფარგლებში გამოუყო.
როგორც შმიგალი წერს, მიღებული თანხების ნაწილი, კერძოდ, ERA-ს მექანიზმით მიღებული სესხი დაიხარჯება თავდაცვითი საჭიროებების დაფინანსებაზე.
„გაყინული რუსული აქტივებისგან შემოსავალი უკვე მუშაობს უკრაინის თავდაცვისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ახლა ველოდებით პარტნიორებისგან შემდეგ ისტორიულ ნაბიჯს – რეპარაციული კრედიტის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. მადლობას ვუხდი ურსულა ფონ დერ ლაიენს და ვალდის დომბროვსკის უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – წერს დენის შმიგალი.