1762807115
ნოდარ ტურძელაძე ოპოზიციის ბრიფინგზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ქვეყნის გაყიდვისა და ღალატის ქრონიკა. "რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, რომელიც უცხოეთიდან მიღებული მითითებების შესაბამისად მოღალატეობრივად წაიკითხეს
"საზოგადოებამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ იხილა ჩვენი ქვეყნის გაყიდვისა და ღალატის ქრონიკა.
"რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც მათ უნდა წაეკითხათ და წარმოეჩინათ ეროვნულ ინტერესებად", - წერს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე და ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება.
მისი თქმით, ყველაფერი პირდაპირ ეთერში მოხდა და ყველაფერი ნათელია.
"საზოგადოებამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ იხილა ჩვენი ქვეყნის გაყიდვისა და ღალატის ქრონიკა. "რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც მათ უნდა წაეკითხათ და წარმოეჩინათ ეროვნულ ინტერესებად. ამ უცხოეთიდან მიღებული მითითებების შესაბამისად მართლაც უცხოური დირექტივების შესასრულებლად და ეროვნული ნიღბის ქვეშ ამ ადამიანებმა მოღალატეობრივად წაიკითხეს ტექსტი. ყველაფერი პირდაპირ ეთერში მოხდა და ყველაფერი ნათელია", - წერს ტურძელაძე სოციალურ ქსელში.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1763043757












