1762807115
გიორგი ჩაკვეტაძე: „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს წერილი, რომელიც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, გაცხადებული აგენტურა - უცხოელები, ქართული სახელითა და გვარებით
ეს წერილი „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს, რაც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე წერს სოციალურ ქსელში და აღნიშნულ წერილს აქვეყნებს.
ჩაკვეტაძე „გაცხადებულ აგენტებად“ მოიხსენიებს ოპოზიციის წარმომადგენლებს - „უცხოელები, ოღონდ ქართული სახელითა და გვარებით“.
„ამათ ვინ უნდა დაამხონ, ერთი სიტყვის შეცვლაც კი ვერ გაბედეს გამოგზავნილი დავალების ტექსტში. გაცხადებული აგენტურა - უცხოელები, ოღონდ ქართული სახელითა და გვარებით“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1763043757
პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1763034995











