1768248959
დელსი როდრიგესი: ვენესუელას ჩვენი მთავრობა მართავს
ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი მისი მთავრობაა.
„ინტერნეტში, მათ შორის Wikipedia-ზე, ვნახე სხვადასხვა ჩანახატები და ვერსიები იმის შესახებ, თუ ვინ მართავს ვენესუელას. აქ არის მთავრობა, რომელიც მართავს ქვეყანას; არის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და არის პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ში მძევლად იმყოფება“, - განაცხადა როდრიგესმა როდრიგესმა.
„ჩვენ ვმართავთ ორგანიზებულ ხალხთან და სახალხო ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენ წინ მივიწევთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობებისკენ, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ვენესუელას უფლებები“, - დასძინა მან.











