1733258119
დედა-შვილი 2016 წლიდან გაუჩინარებულები იყვნენ - ფაქტზე ცოტა ხნის წინ ბავშვის მამა დააკავეს
55 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს 2016 წელს მისი 8 წლის ქალიშვილისა და დედის გაუჩინარებაში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 8 წელზე მეტი ხნის შემდეგ, პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, 55 წლის გუსტავო.
მამაკაცს ბრალად ედება ადამიანის გატაცება, რამაც გამოიწვია სიკვდილი.
როგორც პროკურორები ამტკიცებენ, გატაცებამ ლილიანას და დანიელას გარდაცვალება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, გუსტავო იყო უკანასკნელი ადამიანი, ვინც დედა და ქალიშვილი ნახა. როგორც მან პოლიციას განუცხადა, ისინი ფლორიდაში, ერთ-ერთი პარკის მახლობლად ჩამოაგდო.