დავადასტურე მზადყოფნა, მივიღოთ შემდგომი ზომები უკრაინის წინააღმდეგ, თუ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააგრძელებს სლოვაკეთისთვის ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენებას - რობერტ ფიცო

რობრტ

სლოვაკეთმა შესაძლოა, რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი ზომები მიიღოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამოცხადებულია „ენერგომომარაგების სფეროში საგანგებო მდგომარეობა“, რაც მისი თქმით,  ვოლოდიმირ ზელენსკის „ცალმხრივ გადაწყვეტილებას“ რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.

„სლოვაკეთსა და უნგრეთს აქვთ უფლება, მიიღონ რუსული ნავთობი 2027 წლის ბოლომდე, როგორც „დრუჟბას“ ნავთობსადენით, ასევე საზღვაო გზით“, – განაცხადა ფიცომ.

მისივე თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა.

„უცნაურია, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის ამდენის გაკეთების შემდეგ, ვერ შეძლო დაერწმუნებინა ან ეიძულებინა პრეზიდენტი ზელენსკი, დაუშვას დაზიანებული ნავთობსადენის დაუყოვნებელი შემოწმება, მისი შეკეთება და მუშაობის სწრაფად აღდგენა“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა დამატებითი ზომების მისაღებად.

„დავადასტურე მზადყოფნა, მივიღოთ შემდგომი ზომები უკრაინის წინააღმდეგ, თუ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააგრძელებს სლოვაკეთისთვის ეკონომიკური ზიანის განზრახ მიყენებას“, – განაცხადა ფიცომ.

ამასთან, ფიცოს თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს მცდელობა, საბოლოოდ შეწყდეს სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება. როგორც სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, ზელენსკის ქმედებები უნგრეთის შიდა პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას.

„მე ასევე გამოვთქვი მოსაზრება, რომ რუსული ნავთობის მიწოდების აღდგენის მუდმივი გადადებით, პრეზიდენტი ზელენსკი უკანონოდ ერევა უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში, რათა შეცვალოს მოქმედი მთავრობა“, – განაცხადა ფიცომ.